მას შემდეგ, რაც ბავშვებმა წარმატებით გაართვეს თავი მიცემულ დავალებებს, კერძოდ, აღწერეს შემოდგომის შემოსვლა თავიანთ სოფლებში, დააკვირდნენ კლიმატის ცვლილებებს თავიანთ მხარეში, მიიღეს მონაწილეობა მოსავლის აღების პროცესებში, შთაბეჭდილებებით დახუნძლულებს ვთხოვე, შეექმნათ ნახატები, სადაც გადმოსცემდნენ თავიანთ ემოციებს.
ზოგმა ფერადი ფანქრებით გადმოსცა განწყობილება, ზოგმა- გუაშით, ზოგმაც კიდევ ბუკებში გამოხატა თავისი სათქმელი.
|
გიორგის ნამუშევრით აღფრთოვანებული დარჩა კლასი |
|
ლუკამ და ლილემ წარმოგვიდგინეს თავიანთი სოფელი |
|
მარი, გიგი და ვიკა ცდილობენ ფურცელზე გადმოიტანონ ნანახი და მოსმენილი |
|
გიგის ზვინებიც დაუდგამს უკვე |
|
ნინომ შემოდგომის ხილი დახატა |
|
მათე თავისი სოფლის ნალიას ხატავს |
|
თიკა ყურძნის ფერზე ფიქრობს |
|
გემრიელად გამოიყურება ანას ნამუშევარი |
|
ეს ალბათ ლუკას სოფელია |
Комментариев нет:
Отправить комментарий