воскресенье, 11 ноября 2012 г.

პროექტის გეგმა


პროექტის სახელი: შემოდგომა ჩემს სოფელში
პროექტის იდეა: მოსწავლეები გაეცნონ ბუნებაში მიმდინარე  ცვლილებებს პრაქტიკულად გამოიყენონ მიღებული ცოდნა
პროექტის აქტუალობა:
მოსწავლეები გააცნობიერებენ,რით განსხვავდება შემოდგომა წლის სხვა დროებისაგან? რატომ ეძახიან მასბარაქიანს“? გაეცნობიან ამ სეზონზე მიმდინარე ბუნებრივ მოვლენებს, აღწერენ შემოდგომის შემოსვლას თავიანთ სოფლებში. დააკვირდებიან, თუ როგორ იცვლის სახეს ბუნება.
პროექტი ხელს შეუწყობს  ცოდნის  გაღრმავებას თავიანთი ქვეყნის ძველ ადათწესებზე,
მოსწავლეებში ახალი უნარ-ჩვევების ფორმირებას, ახალი ცხოვრებისეული ღირებულებების გაცნობიერებას.
პროექტის მიზნები:
ü          შემოდგომისთვის დამახასიათებელი მოვლენების გაცნობა
ü           შემოდგომასთან დაკავშირებული ძველი ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების  გაცნობა და გააზრება
ü         თანამშრომლობისა და მარტივი შრომითი  საქმიანობის უნარ–ჩვევების ფორმირება
ü         მოსწავლეებში კვლევა-ძიების, მხატვრულ-შემოქმედებითი უნარების განვითარება
მონაწილეთა ასაკი:   6-7 წელი
ვადები/ხანგრძლივობა:  2 კვირა
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეები  გაეცნობიან  საქართველოს  სხვადასხვა  კუთხის  ბუნებას,  კლიმატს,  ტრადიციებს,   წეს–ჩვეულებებს, გაიმდიდრებენ  ცოდნას  წელიწადის  ამ  ლამაზ  დროზე-შემოდგომაზე.  გაეცნობიან  შემოდგომაზე  სოფლად  მიმდინარე  სამუშაოებს,  ისწავლიან  ხილის  კრეფას, ყურძნის  კრეფას,  დაწურვას, თათარის  მოდუღებას,  ჩურჩხელების  ამოვლებას,  ზამთრისათვის  სარჩო–საბადებლის  მომარაგებას. 
შეიქმნება  მათ  მიერ  ახალი  ბლოგი,  ფოტოალბომები,  დამზადდება სლაიდი შემოდგომის ბუნების  ამსახველი კადრებით, რითაც  ისინი  მიეჩვევიან  კომპიუტერთან  მუშაობას  და  ინტერნეტში  მასალის  მოძიებას.  კლასში  მოეწყობა  ფოტოსურათების  გამოფენა, დამზადდება კედლის გაზეთი, აიღებენ ინტერვიუებს,  მოეწყობა ლიტერატურული დილა „დალოცვილი შემოდგომა“.
პროექტის საჭირო ძირითადი რესურსები:
 სასწავლო რესურსი: ფლომასტერებისახატავი  ფურცლები,სახატავი ალბომები, სხვადასხვა ზომისა და ფერის ქაღალდები, მაგნიტური დაფა,
ტექნიკური რესურსი: კომპიუტერიინტერნეტიციფრული აპარატი, ვიდეო-კამერა,
სოფლის ნობათი: ხილიყურძნის  ტკბილიჩურჩხელა.
ადამიანური რესურსი: მასწავლებელი, მოსწავლეები, მშობლები, მოსწავლეთა ახლო ნათესავები
პროექტის მსვლელობა:

შემოდგომის თემატური ციკლის შესწავლის შემდეგ,  გვექნება  თემის სრული განხილვა–შეჯამება, რომელზეც კიდევ ერთხელ მოხდება მხატვრული ნაწარმოებების  აღქმა, მხატვრულ სახეებზე დაკვირვება.
I ჯგუფი- მოსწავლეები აღწერენ შემოდგომის შემოსვლას თავიანთ სოფლებში.დააკვირდებიან,თუ როგორ იცვლის სახეს ბუნება, როგორ იცვლება კლიმატი მათ მხარეში, აღწერენ, თუ  რა ბუნებრივი მოვლენები მოყვება შემოდგომის დადგომას.
აღწერენ ცნობილი მხატვრების ფერწერულ ნამუშევრებს, იმსჯელებენ  მოსწავლეთა ნამუშავრებზე. დაამზადებენ ჰერბარიუმს,შექმნიან ნახატებს შთაბეჭდილებების მიხედვით.
II ჯგუფი- მიიღებენ მონაწილეობას  მოსავლის აღების პროცესში და ფოტოებზე აღბეჭდავენ ამას. ბავშვები გადაუღებენ სურათებს ყურძნის კრეფისა და დაწურვის, ჩურჩხელების ამოვლების, კაკლის ბერტყვის, სიმინდის ტეხის პროცესებს. დააკვირდებიან, როგორ ემზადება სოფელი ზამთრის შესახვედრად, როგორ ეზიდებიან შეშას ტყიდან. შთაბეჭდილებებით შექმნიან ნახატებს და დაწერენ თხზულებებს.
III ჯგუფი-მოსწავლეები აიღებენ ინტერვიუებს ბებიებისაგან და ბაბუებისაგან  იმის შესახებ, თუ რა იციან სოფელში რთველთან დაკავშირებული ტრადიციების შესახებ, თუ არის რამე განსხვავებაა ამ მხრივ  წარსულსა და აწმყოს შორის, რომელი ლექსები და სიმღერები შემორჩა მათ მეხსიერებას. სასურველია, თუ შეისწავლიან კიდეც რამდენიმე მათგანს.
IVჯგუფი-ბავშვები ინტერნეტში მოიძიებენ საინტერესო მასალას საქართველოს სხვადასხვა კუთხის კლიმატის ბუნებისა და წეს-ჩვეულებების შესახებ.გაიმართება პრეზენტაციები, •        ინტერნეტში მოძიებული სურათებითა  და ჯგუფების მიერ მოწოდებული მათი შრომა-საქმიანობის ამსახველი ფოტო-მასალით power point-ში  ააწყობენ პრეზენტაციებს, რომელსაც  მოამზადებენ პროექტის შემაჯამებელი ეტაპისათვის.

·         ბავშვები იზრუნებენ   საკლასო გარემოს შექმნაზე, კერძოდ, კლასში გააკეთებენ შემოდგომის კუთხეს, შემდეგ კი მთელი კლასის მონაწილეობით გაიმართებახილის ზეიმი“, სადაც  ბავშვები წარმოთქვამენ ლექსებს  შემოდგომის თემაზე, იმღერებენ, შეეჯიბრებიან ერთმანეთს ანდაზებსა და გამოცანებში,  რითაც კიდევ ერთხელ შეასხამენ ხოტბას  წელიწადის ამ ულამაზეს დროს.

·         პროექტის ბოლო ეტაპზე გაკეთდება მოძიებული მასალების ანალიზი და შეჯამდება  გაწეული მუშაობა; იმუშავებენ კედლის გაზეთზე, შევქმნით ახალ ბლოგს, განვაახლებთ ინფორმაციას ჩვენს ვებ-გვერდზე.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
კავშირი ქართულ ენასთან, ხელოვნებასთან, მუსიკასთან, ბუნებასთან
    ქართული ენა:
   ქართ.  II. 2. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს  ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი  მცირე ზომის სხვადასხვა სახის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
ქართ. II. 11. მოსწავლეს შეუძლია მცირე მოცულობის ტექსტების დამოუკიდებლად შედგენა ნაცნობი ლექსიკის გამოყენებით.
ბუნება:
ბუნ.II.4.მოსწავლეს შეუძლია სეზონური მოვლენების დახასიათება.
ბუნ. II.6.მოსწავლეს შეუძლია ამინდის კომპონენტების აღწერა და დახასიათება.
ხელოვნება:
ს.გ.II.3.  მოსწავლე აკვირდება გარემოში სხვადასხვა ფერს და ფორმას და შეუძლია დაკვირვების შედეგის ასახვა ნამუშევარში.
ს.გ.II.4.  მოსწავლეს შეუძლია ნამუშევრების შექმნა შთაბეჭდილებებისა და წარმოსახვის     ს.გ.II.6. მოსწავლეს შეუძლია მუშაობ ინდივიდუალურად და სხვებთან ერთად.
ს.გ.II.7.  მოსწავლეს შეუძლია წარადგინოს ინდივიდუალურ და ჯგუფურ ნამუშევრები,  გამოთქვას აზრი და შთაბეჭდილებები საკუთარ და თანაკლასელთა ნაშრომებზე.
ს.გ.II.10.          მოსწავლე  მონაწილეობს სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.(მონაწილეობს საკლასო ან სასკოლო ზეიმში;მონაწილეობს საკლასო გამოფენაში;)
ისტ:
ახდენს ინფორმაციის მოპოვებას და მის სხვებთან გაცვლას კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით, მათ შორის თანაკლასელების, მასწავლებლის ან მშობლის დახმარებით.
იყენებს ისტ-ის საშუალებებს მასწავლებლის მიერ ჩტარებული ან დამოუკიდებელი აქტივობებისას
პროექტის ხელმძღვანელი: ხათუნა ფირცხალაშვილი
ელფოსტა:         xatunaxatuna77@gmail.com          
ბლოგი:   http://shemodgoma.blogspot.com/

Комментариев нет:

Отправить комментарий