суббота, 17 ноября 2012 г.

მთავარი გვერდი


შემოდგომა 

ქუჩა-ქუჩა, შარა-შარა,
ქარი ფოთლებს აგროვებს,
ეს ფერადი ფოთოლცვენა
ჭრელ ხალიჩას მაგონებს.
შემოსულა შემოდგომა
ჭირნახულით, დოვლათით,
ავსებულა ბეღლები
შემოდგომის ნობათით.
ავსებულა გლეხი კაცის
ბეღელი თუ მარანი.
ქუჩა-ქუჩა, შარა-შარა,
დაქრის ქარი თავნები.
ნაცრისფერი დასდებია
ცას ზაფხულში კრიალას.
შემოდგომა შემოსულა
თავის ფარჩებიანად.
ქუჩა-ქუჩა, შარა-შარა,
შემოდგომა ნავარდობს,
ქარი ფოთლებს დააქროლებს
ისე, უმისამართოდ.

მაშინ, როცა ტყეში დამჭკნარი ფოთლების შარი-შური ისმისფოთლების წვიმა სვენებ-სვენებით ეშვება ჭალაში და უზამაზარი ფერადი ფოთლებით თოვს ქალაქში, სოფლად ბარაქიანი შემოდგომა ძალ-ღონეს არ იშურებს თავისი გულუხვობის გამოსავლენად. ღვინო ჭურებში დამაჭრებულა, ქარვა და ლალი მზეზე ელვარებსჭირნახულით, დოვლათით აივსო ბეღლები.

ჩვენმა კლასმა გადაწყვიტა, რომ ამ პროცესებს  თავიანთ მხარეში დაკვირვებოდნენ, თვითონაც ჩართულიყვნენ შემოდგომის ფერხულში  და შთაბეჭდილებები მოეთხროთ ერთმანეთისთვის.

შემოდგომის თემატური ციკლის შესწავლის შემდეგ კლასში შევედი ინიციატივით  - მოგვეხდინა თემის სრული განხილვაშეჯამებარასაც დავასრულებდი საკლასო ზეიმით დალოცვილი შემოდგომა''მოსწავლეებმა სიხარულით აიტაცესწინადადება .

ამ ბლოგში შევეცადე დეტალურად წარმომედგინა პროექტის მიმდინარეობა, რომელიც ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი იყო ჩემი პატარებისთვის.

четверг, 15 ноября 2012 г.

ჰერბარიუმი

I  ჯგუფს დავალებად ჰქონდა დაემზადებინათ ჰერბარიუმი. ისინი სიხარულით შეუდგნენ საქმეს. პროექტის ბოლოს, უკვე გამხმარი ფოთლებისაგან, შესაძლებელი იყო  ჰერბარიუმის დამზადება.

 აი, რამდენიმე მათგანიც :






вторник, 13 ноября 2012 г.

საკლასო გარემო









ვხატავთ შემოდგომას...

მას შემდეგ, რაც ბავშვებმა წარმატებით გაართვეს თავი მიცემულ დავალებებს, კერძოდ, აღწერეს შემოდგომის შემოსვლა თავიანთ სოფლებში, დააკვირდნენ კლიმატის ცვლილებებს  თავიანთ მხარეში, მიიღეს მონაწილეობა მოსავლის აღების პროცესებში, შთაბეჭდილებებით დახუნძლულებს ვთხოვე, შეექმნათ  ნახატები, სადაც გადმოსცემდნენ თავიანთ ემოციებს.
ზოგმა ფერადი ფანქრებით გადმოსცა განწყობილება, ზოგმა- გუაშით, ზოგმაც კიდევ ბუკებში გამოხატა თავისი სათქმელი.


გიორგის ნამუშევრით აღფრთოვანებული დარჩა კლასი

ლუკამ და ლილემ წარმოგვიდგინეს თავიანთი სოფელი

მარი, გიგი და ვიკა ცდილობენ ფურცელზე გადმოიტანონ ნანახი და მოსმენილი



გიგის ზვინებიც დაუდგამს უკვე

ნინომ შემოდგომის  ხილი დახატა

მათე თავისი სოფლის ნალიას ხატავს



თიკა ყურძნის ფერზე ფიქრობს

გემრიელად გამოიყურება ანას ნამუშევარი


ეს ალბათ ლუკას სოფელია

понедельник, 12 ноября 2012 г.

კედლის გაზეთი


პროექტი დასასრულს უახლოვდება.ბოლო ეტაპზე კედლის გაზეთისთვისაც ვიზრუნეთ, ბავშვების დიდი მონდომებითა და ძალისხმევით ჩვენი გაზეთი ძალიან ლამაზი გამოვიდა. მათ შეძლებისდაგვარად საკუთარი წვლილი შეიტანეს მის მომზადებაში




ცნობისმოყვარე პატარები











ცდილობენ თავიანთი წვლილი შეიტანონ გაზეთის მომზადებაში

თაკოს ბოლო დეტალები შეაქვს გაზეთში






ლიტერატურული დილა "დალოცვილი შემოდგომა"


შემოდგომის ზეიმის აღნიშვნა ქუთაისის 23-ე საჯარო სკოლის ერთ-ერთი ტრადიცია.
ამჯერად II-ა  კლასში, კლასის დამრიგებლის, ხათუნა ფირცხალაშვილის  ხელმძღვანელობით, ჩატარდა შემოდგომის დილა, სახელწოდებით „დალოცვილი შემოდგომა“.მოსწავლეთა დახმარებით საკლასო ოთახში მოეწყო შემოდგომის კუთხე. მათივე  სურვილითა და მონდომებით გაიმართა ნამდვილი ხილის ზეიმი.
მოსწავლეებმა  წარმოთქვეს ლექსები, დაახასიათეს შემოდგომა, იმღერეს...
მათ ეს დღე არასოდეს დაავიწყდებათ.