შემოდგომა
ქუჩა-ქუჩა, შარა-შარა,
ქარი ფოთლებს აგროვებს,
ეს ფერადი ფოთოლცვენა
ჭრელ ხალიჩას მაგონებს.
შემოსულა შემოდგომა
ჭირნახულით, დოვლათით,
ავსებულა ბეღლები
შემოდგომის ნობათით.
ავსებულა გლეხი კაცის
ბეღელი თუ მარანი.
ქუჩა-ქუჩა, შარა-შარა,
დაქრის ქარი თავნები.
ნაცრისფერი დასდებია
ცას ზაფხულში კრიალას.
შემოდგომა შემოსულა
თავის ფარჩებიანად.
ქუჩა-ქუჩა, შარა-შარა,
შემოდგომა ნავარდობს,
ქარი ფოთლებს დააქროლებს
ისე, უმისამართოდ.
მაშინ, როცა ტყეში დამჭკნარი ფოთლების შარი-შური ისმის, ფოთლების წვიმა სვენებ-სვენებით ეშვება ჭალაში და
უზამაზარი ფერადი ფოთლებით თოვს ქალაქში, სოფლად ბარაქიანი შემოდგომა ძალ-ღონეს არ იშურებს თავისი გულუხვობის გამოსავლენად. ღვინო ჭურებში დამაჭრებულა, ქარვა და ლალი მზეზე ელვარებს, ჭირნახულით,
დოვლათით აივსო ბეღლები.
ჩვენმა კლასმა გადაწყვიტა, რომ ამ პროცესებს თავიანთ მხარეში დაკვირვებოდნენ, თვითონაც ჩართულიყვნენ შემოდგომის ფერხულში და შთაბეჭდილებები მოეთხროთ ერთმანეთისთვის.
შემოდგომის თემატური ციკლის შესწავლის შემდეგ კლასში შევედი ინიციატივით - მოგვეხდინა თემის სრული განხილვა–შეჯამება, რასაც დავასრულებდით საკლასო ზეიმით „დალოცვილი შემოდგომა''. მოსწავლეებმა სიხარულით აიტაცესწინადადება .
ამ ბლოგში შევეცადე დეტალურად წარმომედგინა პროექტის მიმდინარეობა,
რომელიც
ძალიან
საინტერესო
და
შთამბეჭდავი
იყო
ჩემი
პატარებისთვის.